logo
ENG

პარლამენტში სუნის გაშვების საქმეზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო

12 დეკ 201915:13
3 წუთის საკითხავი
 
g46l9ghdig4lrb7.jpg

პარლამენტში სუნის გაშვების საქმეზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დგება, რისთვისაც მინიმუმ 3-წლიანი პატიმრობაა გათვალისწინებული.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში დაყენებულ სუნზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „სირცხვილიამ“ აიღო, ამის შესახებ მოძრაობა თავის განცხადებაში წერს.

მოძრაობა „ქვეყნის სამსახურში“ იმ ნივთიერების ფოტოს ავრცელებს, რომელიც სავარაუდოდ პლენარულ სხდომათა დარბაზში დაღვარეს. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ხსნარი უსაფრთხოა და გვერდითი მოვლენები არ გააჩნია.


close დახურვა