logo

სამოქალაქო აქტივისტები 4 აპრილის აქციაზე: გაგრძელდება ოცნების ყველა მაღალჩინოსნის შეწუხება

12 თებ 202008:39
3 წუთის საკითხავი
clock 265

სამოქალაქო აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის მიერ 4 აპრილს დაანონსებულ მასშტაბურ აქციას უერთდებიან. იქამდე სანამ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება, აქტივისტები აქციებს სხვადასხვა ლოკაციაზე გამართავენ.

მოძრაობა „გაბედესა" და „შეცვალეს" წევრები გეგმავენ, რომ პერმამენტული აქციებით მმართველი გუნდის ლიდერებს დისკომფორტს შეუქმნან. სამოქალაქო მოძრაობების განცხადებით, ქვეყანაში აქტიურ ფაზაშია პოლიტიკური რეპრესიები და ოპოზიციური ლიდერების დევნა, რაც სამოქალაქო აქტივისტებისა და პოლიტიკურ პარტიებს ერთად ბრძოლისკენ უბიძგებს.

"აქციას შევუერთდებით, რადგან ამ ბრძოლაში ივანიშვილმა გაგვაერთიანა აბსოლუტურად გაგვაერთიანა პოლიტიკურად განსხვავებული ინტერესების მქონე ადამიანები. გაგრძელდება ოცნების ყველა მაღალჩინოსნის შეწუხება",-აცხადებს ნიკა ფარულავა. 

მოძრაობა "გაბედე" კი  კვლავ აანონსებს შენობების პიკეტირებას.

"გაბედე უსამართლობის წინააღმდგე ბრძოლაში წინა ხაზზეა. ხელისუფლება აგრძელებს პოლიტიკურ რეპრესიებს, ამიტომ შევუერთდებით 4 აპრილს დაგეგემილ აქციას და გავაგრძელებთ ბრძოლას, სანამ ეს რეჟიმი არ დასრულდება. მივმართავთ ყველა ღონეს, მათ შორის პიკეტირებას",-აღნიშნავს ლაშა დიაროვი.

 

მსგავსი სიახლეები
პოპულარული სიახლეები
close დახურვა
egreve