logo
ENG



შსს-ს ცნობით, გუშინდელი პროტესტის დროს 23 ადამიანი დააკავეს

03 მაი 202417:21
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/03/060a0gk6p265aww.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გუშინ ღამით რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტის დროს 23 ადამიანი დააკავეს.

დაკავებულები სამართალდამცველებმა ავჭალის იზოლატორში გადაიყვანეს, მათ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. დაკავებულები ადვოკატებმა უკვე მოინახულეს. ერთ-ერთ მათგანს დაზიანებები აღენიშნება.

გუშინ, თამარ მეფის გამზირზე აქციის მონაწილეების ნაწილს უცნობი პირების ჯგუფი თავს დაესხა. აქციის ერთ-ერთი მონაწილე ყვება, რომ თავდამსხმელები მოულოდნელად გამოჩნდნენ. 

ადგილზე მყოფმა რამდენიმე ადამიანმა მომხდარის გადაღებაც მოასწრო. გავრცელებული ინფორმაციით, აგრესიული პირები ადგილზე ოთხი მანქანით მივიდნენ. 


close დახურვა