logo
ENG



$14 მილიარდი ისრაელისთვის, $60 მილიარდი უკრაინისთვის - ბაიდენი დღეს კონგრესს მიმართავს

20 ოქტ 202309:02
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/20/tejrm4n6j21eo51.jpg

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი კონგრესში სპეციალურ მოთხოვნას გაგზავნის, რომელიც ისრაელისთვის და უკრაინისთვის ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფას გულისხმობს. ბაიდენს კონკრეტული თანხა არ დაუსახელებია, თუმცა 3 წყაროს ინფორმაციით, საუბარია 105 მილიარდ დოლარზე, საიდანაც 60 მილიარდი უკრაინისთვის იქნება გამოყოფილი, 14 მილიარდი დოლარი კი ისრაელისთვის.

რაც შეეხება დარჩენილ თანხას, 10 მილიარდი დოლარი ჰუმანიტარულ დახმარებებზე დაიხარჯება, 14 მილიარდი დოლარი აშშ-მექსიკის საზღვრის კონტროლზე, ხოლო 7 მილიარდი ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონზე, მათ შორის ტაივანზე.

ბაიდენის თქმით, მოთხოვნა კონგრესში დღეს გაიგზავნება. ის ამბობს, რომ თანხა ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების ფინანსირებას მოხმარდება, რათა ქვეყანამ "კრიტიკულად მნიშვნელოვანი პარტნიორების", მათ შორის ისრაელის და უკრაინის, მხარდაჭერა შეძლოს.

"ეს რაციონალური ინვესტიციაა, რომელიც ამერიკულ უსაფრთხოებას, გრძელვადიან პერსპექტივაში დივიდენდებს მოუტანს. დაგვეხმარეთ დავიცვათ ამერიკული ჯარი საფრთხისგან. დაგვეხმარეთ ავაშენოთ უფრო უსაფრთხო, მშვიდობიანი და წარმატებული მსოფლიო ჩვენი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის", - განაცხადა ბაიდენმა.

 


close დახურვა