logo
ENG



"ამ ომის შედეგი იქნება ჩვენი ქვეყნის ჩამოშლა" - ალექსეი ნავალნის სიტყვა სასამართლოზე

16 მარ 202213:18
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/16/12i5eqyzdbmbubs.jpg
Alexandra Astakhova / Mediazona

2022 წლის 15 მარტს ქალაქ პოკროვში, N2 გამოსასწორებელ კოლონიაში, ალექსეი ნავალნის კიდევ ერთი სასამართლო სხდომა გაიმართა. სახელმწიფო პროკურორმა სასამართლოსადმი უპატივცემულობისა და თაღლითობის გამო  ნავალნის 13 წლით გასამართლება მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოითხოვა.

ნავალნიმ სხდომაზე საზოგადოებას 2-ჯერ მიმართა. რუსული მედიის ინფორმაციით, სასამართლო ოთახიდან პირდაპირი ეთერი გამუდმებით წყდებოდა, ამიტომ სრული სიტყვის აღდგენა შეუძლებელი გახდა. გთავაზობთ, ალექსეი ნავალნის სიტყვის ნაწილს.

“მე მძულს თქვენი ძალაუფლება და მძულს თქვენი სასამართლო სისტემა, რადგან შეუძლებელია ის არ გძულდეს. არაა შეურაცხმყოფელი თავს აჩვენებდეთ ვითომ მოსამართლეები და პროკურორები ხართ, როცა სინამდვილეში უბრალოდ თაღლითები ხართ, ვისი ერთადერთი მიზანიც იმის გამეორებაა, რაც ტელეფონით დაავალეს?

რას არ მივცემდი თქვენი ფიქრები რომ წამეკითხა, თქვენო ღირსებავ. თქვენში არა პატარა ნაწილი მაინც, რომელიც გეუბნებათ „ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ?" ეს ისაა, რაც [პროკურორმა მოწმე ფიოდორ] გოროჟანკომ გადაწყვიტა - და მან აქ სიმართლე თქვა.

თქვენ გგონიათ, რომ ეს დაუსჯელობა სამუდამოდ გაგრძელდება?

თუ გგონიათ რომ შემეშინდება, ან თქვენ რუსეთში ყველას დაშინებას შეძლებთ? ისეთი ხალხის, როგორიც შესანიშნავი მარინა ოვსიანიკოვაა [პირველი არხის თანამშრომელი], ვინც მხოლოდ ხმა კი არ აიმაღლა, ვიდეოც ჩაწერა და ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვები გვითხრა: იმოქმედეთ!

ყველას ვერ ჩაკეტავთ. მიდით, მოითხოვეთ 113 წელი [ციხეში] და მომისაჯეთ - ვერ შემაშინებთ ვერც მე და ვერც სხვა ჩემნაირებს. რუსეთი დიდია, აქ უამრავი ადამიანია და ყველა არ არის მზად ისევე დათმოს საკუთარი და საკუთარი შვილების მომავალი, როგორი სიმხდალითაც ეს თქვენ გააკეთეთ." - განაცხადა რუსმა ოპოზიციონერმა, ალექსეი ნავალნიმ

მეორედ კი ნავალნიმ საზოგადოებას პროცესის დასასრულს, ბოლო სიტყვისას მიმართა.

„ბალტიის ქვეყნებს არაერთი საკუთარი პრობლემა აქვთ. მაგრამ არცერთ ევროპელი ქვეყანა შეედრება ჩვენსას, რომელიც უმიზნოდ იზრდება. ჩვენ გვქონდა ყველაფერი, იმისთვის რომ ისევე გვეცხოვრა როგორც ისინი ცხოვრობენ. და აქედან არაფერი გამოვიდა. 2000 წლიდან მასობრივად შემოედინებოდა ნავთობის დოლარები, მაგრამ 2013 წლიდან მოსახლეობის შემოსავალი ეცემა და ეცემა. ერთადერთი რაც გაიზარდა მილიარდერების რიცხვია. ყველა ღარიბდება, მაშინ როცა ათასობით პუტინისტი ოჯახი, ვინც ფული ჩაიჯიბა, ვინც დაეპატრონა მთელ ამ ფულს, ჩვენს მომავალსა და აწმყოს - მათი პასუხია ომი.

ეკონომისტები ახლა ლაპარაკობენ დაკარგულ ათწლეულზე. ნამდვილად მე და თქვენ ვართ ვინც ეს ათწლეული დაკარგა? უბრალოდ ქუჩაში მივსეირნობდით და დაგვეკარგა? ეს მოპარული ათწლეულია! მათ მოიპარეს რათა გაეჩუმებინათ ისინი, ვინც ამაზე საუბრობდნენ, ყურები დაეხშოთ მათთვის ვისაც ესმოდა...

ამ ომის შედეგები იქნება ჩამოშლა, ჩვენი ქვეყნის დაშლა. ეს მხეცურად ჟღერს, მაგრამ სიტყვათშეთანხმება რუსულ-უკრაინული ომი ასევე მხეცურად ჯღერს. მე თავად ვთქვი ამ დარბაზში, როცა სასამართლო პროცესი იწყებოდა, რომ ყველა ვინც ფიქრობდა, რომ ომი იქნებოდა გიჟი უნდა ყოფილიყო. ახლა კი ჩვენი ქვეყნის ჩამოშლაზე საუბარი უფრო და უფრო რეალური ხდება.

ისინი არიან ავადმყოფი, შეშლილი ბაბუები. მათ არ აქვთ თანაგრძნობა არავის და არაფრის მიმართ. ჩვენი ქვეყანა ყველაზე ნაკლებად აინტერესებთ. მათი ერთადერთი სამშობლო შვეიცარიის საბანკო ანგარიშებია. რასაც ისინი ამბობენ პატრიოტიზმზე, მითია - ასევე უზარმაზარი საფრთხე ჩვენთვის. ყველასთვის. ნათელია, რა უნდა გავაკეთოთ. ყველა ადამიანის მოვალეობაა, ახლა დაუპირისპირდეს ომს. ამბობენ, რომ მშვიდობისმყოფელებს ღვთის შვილებს უწოდებენ.

ბევრად უკეთესია იყო ღვთის თავისუფალი ადამიანი, ვიდრე პუტინის ერთ-ერთი ლაქია, რომელსაც ჯოჯოხეთში დემონები შთანთქავენ", - თქვა ალექსეი ნავალნიმ. 

 

close დახურვა