logo
ENG



"არ ვიცი, მაქვს თუ არა ხვალინდელი დღე" - ექიმი აზოვსტალიდან

06 მაი 202218:37
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/06/ziweyydyd5ropj4.jpg

აზოვსტალიდან ქარხანაში მყოფმა ერთ-ერთმა მედიკოსმა ვიდეომიმართვა გაავრცელა. მან თურქეთის პრეზიდენტს მიმართა და დახმარება სთხოვა.

ექიმი ყვება, რომ აზოვსტალში ვითარება რთულია, არ აქვთ საჭმელი და მედიკამენტები, ადამიანები კი აგონიაში კვდებიან.

"არ მახსოვს ომის მერამდენე დღეა და ხალხი კვდება ზოგი ტყვიით, ზოგი - შიმშილით. დაჭრილები კვდებიან აგონიაში მედიკამენტების უკმარისობისა და საშინელი პირობების გამო. დრო არ გვაქვს. არ ვიცი, მაქვს თუ არა ხვალინდელი დღე. ყირიმელი თათარი ვარ, გირეევების შთამომავალი, მუსლიმი. შეჭრამდე სამედიცინო განათლება მივიღე. ახლა აზოვსტალში დაჭრილებს ვუწევ დახმარებას. ომამდე სიკვდილი არასდროს მინახავს. სასწრაფოში ვმუშაობდი, რითაც შემეძლო ყოველთვის ვეხმარებოდი ხალხს. მაგრამ მტკივა, როცა ვუყურებ, როგორ მაკვდება ხალხი პირდაპირ ხელებში უბრალოდ ანტიბიოტიკების უკმარისობის გამო. მუდმივად გვესვრიან ჰაერიდან, ზღვიდან და ხმელეთიდან. გთხოვთ ,აზოვსტალიდან ხალხის გაყვანის პროცედურა ჩაატაროთ, მათ შორის სამხედროების. დაასრულეთ ეს კოშმარი. თურქეთსა და უკრაინას ყოველთვის ჰქონდათ მჭიდრო ურთიერთობები და მხარს უჭერდნენ ერთმანეთს. თქვენ [პრეზიდენტო ერდოღან] და თქვენს ქვეყანას გაქვთ დიდი წონა ჩვენი რეგიონის პოლიტიკაში. უკვე აღარ ვიცით, ვის მივწეროთ და ვის მივმართოთ", - ამბობს მედიკოსი.

ბოლო ინფორმაციით, აზოვსტალიდან 500-ზე მეტი სამოქალაქო პირი გაიყვანეს. თუმცა მებრძოლები ყვებიან, რომ ქარხანა მუდმივად იბომბება. 

აზოვის ბატალიონის ინფორმაციით, მარიუპოლში რუსმა სამხედროებმა "სიჩუმის რეჟიმი" დაარღვიეს და საევაკუაციო ავტომობილი ჩაცხრილეს, რომელიც აზოვსტალში მშვიდობიანი მოქალაქეების წამოსაყვანად ჩადიოდა.

თავდასხმის დროს დაიღუპა ერთი სამხედრო, კიდევ 6 დაიჭრა.


close დახურვა