logo
ENG



ქუთაისი-ბერლინის რეისი მგზავრის ჯანმრთელობის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა

24 ნოე 202612:07
3 წუთის საკითხავი
 
2026/11/24/nk09w51uwj1be9o.png

ავიაკომპანია  Wizz Air-ის ქუთაისი-ბერლინის რეისი აფრენიდან დაახლოებით ერთი საათის შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა - მიზეზი მგზავრის ჯანმრთელობის გაუარესება გახდა.

მგზავრების ინფორმაციით, თვითმფრინავი რეისით W67909 აფრენიდან მალევე  ტურბულენტურ ზონაში მოხვდა, რის გამოც ერთი მგზავრი ცუდად გახდა. ხომალდის მეთაურმა უკან დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ქუთაისში დაჯდომა ვერ მოხერხდა ტურბულენტობის გამო და თვითმფრინავი თბილისში დაჯდა.

მგზავრი, რომელიც ცუდად გახდა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. გავრცელებული ცნობით, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმე იყო.

ავიაკომპანია Wizz Air ის ცნობით, 2026 წლის 24 ნოემბერს ქუთაისი-ბერლინის მიმართულებით შესრულებული რეისი W6 7909 ბორტზე მყოფი ერთ-ერთი მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო თბილისის მიმართულებით გადამისამართდა.

მომხდარის შედეგად, რეისი W67909 ქუთაისიდან ბერლინის მიმართულებით, ასევე ბერლინიდან ქუთაისის მიმართულებით დაგეგმილი დაბრუნებითი რეისი, 2026 წლის 25 ნოემბრისთვის გადაიდო.

ავიაკომპანიაში აცხადებენ, რომ დაზარალებულ მგზავრებს განახლებული სამგზავრო განრიგის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებათ.

 


close დახურვა