logo
ENG



"ასეთი ნელი ფორმატების დრო არ გვაქვს" - პრეზიდენტთან შეხვედრა სტუმრების ნაწილმა დატოვა

10 თებ 202217:09
3 წუთის საკითხავი
 

ორბელიანების სასახლეში ეროვნული თანხმობის პროცესის პირველი საჯარო განხილვა სტუმრების ნაწილმა დატოვა. 

პრეზიდენტთან შეხვედრიდან დროზე ადრე გამოვიდნენ ნინო ბურჯანაძე და დროას წარმომადგენელი, ნინო დოლიძე. 

ნინო დოლიძის თქმით, ზურაბიშვილი შეხვედრაზე საკითხს ისტორიულ ჭრილში განიხილავდა და ახლა "ასეთი ნელი ფორმატების" დრო არ არის.  

"ძირითადად ისაუბრა ქალების როლზე ამ პროცესებში და ისაუბრა იმაზე, რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ რეფლექსია ჩვენს უახლოეს წარსულზე, რომ გავიაზროთ, საიდან მოდის ეს ეროვნული უთანხმოება. მგონია, რომ დღეს ასეთი თვისებრივი კვლევის და ასეთი ნელი პროცესების და ფორმატების დრო არ გვაქვს, ძალიან სწრაფად არის საკითხები გადასაწყვეტი, რომელიც დღეს და ხვალ საქართველოს ბედს წყვეტს", - თქვა ნინო დოლიძემ.

სალომე ზურაბიშვილი დღეს სხვადასხვა სფეროს ქალ წარმომადგენლებს ხვდებოდა. 

სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე საქართველოს სახელით წარსდგა და თქვა, რომ პოლარიზაციის და სიძულვილის დაძლევა აუცილებელია და როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ეროვნული მასშტაბით წამოიწყებს საუბარს ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევად. ამის შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა პარტიებთან შეხვედრები გამართა და მისი ხედვა გააცნო. 

28 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილმა განცხადა რომ, საზოგადოებრივი თანხმობის პროცესი ახალ ფორმატში უნდა გაგრძელდეს, რომელიც მომავალში ჩამოყალიბდება.

სალომე ზურაბიშვილი ინდივიდუალურ შეხვედრებს მართავს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან.


close დახურვა