logo
ENG



"ახლა გავალ და ალბათ, რამდენიმე წუთში დაკავებული იქნება" - გომელაურმა ესებუაზე "იხუმრა"

05 მაი 202111:10
3 წუთის საკითხავი
 

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ ბადრი ესებუას "აუცილებლად დააკავებენ".

მინისტრმა ესებუას დაკავების საკითხზე დასმულ შეკითხვაზე იხუმრა:

"აი, ახლა გავალ და ალბათ, რამდენიმე წუთში უკვე დაკავებული იქნება".

მისივე განცხადებით, შეიძლება, 10 წელიც გავიდეს და ესებუა რომელიმე შემდეგმა მინისტრმა დააკავოს.

"ამაზე მილიონჯერ გავაკეთე განცხადება. შეიძლება წლებიც გავიდეს, შეიძლება 10 წელიც გავიდეს და მერე დააკავონ - არა მე, არამედ ჩემ შემდეგ მეორე ან მეოთხე მინისტრმა. ეს ჩვეულებრივი თემაა. გვინდა, რომ დავაკავოთ, რა თქმა უნდა", - თქვა გომელაურმა.

21 ოქტომბერს, ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალში შეიარაღებული თავდამსხმელი - ბადრი ესებუა შეიჭრა და ათობით მძევალი აიყვანა. ის ნახევარ მილიონ დოლარს და ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვებას ითხოვდა. დაახლოებით 23:00 საათზე, რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის და მოლაპარაკების შემდეგ, მას თანხა გადასცეს. ესებუა შენობიდან 3 მძევალთან ერთად გამოვიდა, მათგან ერთ-ერთი მომლაპარაკებელი, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი იყო. რამდენიმე საათის შემდეგ ესებუა მოთხოვნილი თანხით გაუჩინარდა. მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.


close დახურვა