logo
ENG



გომელაური თავდასხმებზე: გამოძიება დავიწყეთ, ვნახავთ რა მოხდა

09 მაი 202411:55
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/09/qrorfeeqphq0vc5.png

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ გუშინ პოლიტიკოსებზე, აქტივისტებსა და აქციების ორგანიზატორებზე თავდასხმებზე გამოძიება დაწყებულია.

"გამოძიება გუშინ მყისიერად დავიწყეთ ყველა ფაქტზე, რაც მოხდა. მივყვებით გამოძიებას. ვნახავთ რა იყო, რა მოხდა, ვინ დაესხა თავს. არ შემიძლია პირდაპირ ვილაპარაკო, რომ ან ეს მოხდა, ან ის მოხდა. თავდასხმა მოხდა, ადამიანებმა მიიღეს დაზიანებები სამწუხაროდ, გამოძიება დაწყებულია"- თქვა გომელაურმა.

გუშინ, 8 მაისს თავს დაესხნენ ენმ-ის წევრს, დიმიტრი ჩიქოვანს, ასევე, აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ლაშა ღვინიანიძესგია ჯაფარიძეს. სახლში მიუვარდნენ გიორგი ორნიანს.

 


close დახურვა