უნდა მოხდეს თუ არა გარდაცვლილი "ბიბლუირი თავისუფლების" ყოფილი წევრისთვის წესის აგება - საკითხზე მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირთა პოზიციები განსხვავებულია. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ გარდაცვლილის ოჯახს, მათი 24 წლის შვილის მართლმადიდებლური წესით დაკრძალვის საშუალება უნდა მიეცეს, ვინაიდან გარდაცვლილი მხოლოდ სამხედრო სავალდებულო სამსახურისთვის თავის არიდებას ცდილობდა.
„ოჯახს სჭირდება ნუგეში. ასე დასმა, რომ სატანაა, ჯარისგან გათავისუფლებას ცდილობდა ბავშვი, მე ამაში დარწმუნებული ვარ. არანაირი მღვდლობის აბიცია და მღვდლობის ტიტულატურა მას არ ექნებოდა, ანუ რომ საიდუმლოებები აღსრულებულიყო მისი ხელიდან“,-განაცხადა დეკანოზმა ანდრია სირიამ.
ნაწილი კი "გირჩს" სექტას უწოდებს და აღნიშნავს, რომ ეკლესიას კანონიკური კანონით არ აქვს, "ბიბლიური თავისუფლების" მღვდელმსახურისთვის წესის აგების უფლება.
„მე ეკლესიის კანონიდან გამომდინარე გეუბნებით, რომ ამ ადამიანზე წესის აგება არ შეიძლება არანაირად, იგივე როგორც სხვა სექტის წარმომადგენელთან ეს არის ჩვეულებრივი სექტა. მშობლების შეშფოთება მესმის ვუსამძიმრებ ადამიანურად, რა თქმა უნდა და სანამ ცოცხალი იყო მათი შვილი მალევე უნდა შეეგონებინათ მისთვის, რომ ეს გზა დამღუპველი იქნებოდა“,-განაცხადა გიორგი რაზმაძემ.