logo
ENG



"გადადგეს მინისტრი და მინისტრის მოადგილე" - აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან გრძელდება

15 ოქტ 201914:49
3 წუთის საკითხავი
 
rlcdj0g8fy3342j.png

"გადადგეს მინისტრი და მინისტრის მოადგილე," - ასეთი იყო დღეს აქციის მონაწილეების მოთხოვნა ჯანდაცვის სამინისტროსთან. დევნილების თქმით, ისინი არ აპირებენ დაშლას მანამ, სანამ ეს მოთხოვნა არ ასრულდება.

„ვითხოვთ გადადგეს ბესო სიმონიშვილი გადადგეს წოწკოლაური და ქალბატონი მინისტრი, რომლებიც არ არიან ხალხის მინისტრები და არა არიან ხალხთან ჩვენ წარვუდგენთ ფაქტებს და მოხდეს ახალი კომისიის შექმნა,“-განაცხადა აქციის მონაწილემ.

ასევე აქციის მონაწილეების განცხადებით, ეკატერინე ტიკარიძე და მისი მოადგილე გიორგი წოწკოლაური მონაწილეობდნენ დევნილებისთვის ბინების განაწილების საკითხში და კომისიის საქმიანობაში ჩაერივნენ.

მათი თქმით, დევნილებს ბინა პოლიტიკური პროტექციითა და ნიშნით გადაუნაწილეს, ამიტომ ვისაც ეკუთვნოდა ბინები, ისინი დარჩნენ უბინაოდ.

შეგახსენებთ რომ უკვე 29-ე დღეა დევნილების ნაწილი საცხოვრებლი სახლებით დაკმაყოფილებას მოითხოვს. ისინი ამ დრომდე ჯანდაცვის სამინისტროს ფოეში ცხოვრობენ. მათი თქმით, სოციალური მომსახურეობის სააგენტოს მიერ დაწესებული  კრიტერიუმების დაკმაყოფილებას უმრავლესობა ვერ ახერხებს. დევნილები ამბობენ, რომ აქციას მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ შეწყვეტენ. თავის მხრივ სააგენტოში კი აცხადებენ, რომ დარჩენილი 273 ბინისათვის დევნილთა დარეგისტრირება დღეიდან დაიწყება.

 

 


close დახურვა