logo
ENG



"გადაწყვეტილება წინა შეხვედრებზე მიიღეს" - შამბა ოჩამჩირეში რუსული ბაზის განთავსებაზე

05 ოქტ 202317:08
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/05/uicxzub5g0w89uj.jpg

ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანი, სერგეი შამბა ამბობს, რომ ოჩამჩირეში რუსული ბაზის განთავსებაზე გადაწყვეტილება წინა შეხვედრებზე მიიღეს.

"ეს შეთანხმება დღეს არ იყო მიღწეული. გადაწყვეტილება წინა ერთობლივ შეხვედრებზე მიიღეს და ახლა პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ გადაწყვეტილებას", - ამბობს ის.

როგორც ის ამბობს, "აფხაზეთისთვის ეს რუსეთის ფედერაციასთან სამოკავშირეო ხელშეკრულებების განხორციელების" მაგალითია.

"ჩვენი უსაფრთხოების გარანტიებს ვხედავთ აფხაზეთში რუსული სახმელეთო, საზღვაო და სხვა დანაყოფების არსებობაში. ჩვენ მიერ გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, აგრესიის შემთხვევაში, შეგვიძლია, ჩვენი მოკავშირის და სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერის იმედი გვქონდეს. ეს პირდაპირ წერია ჩვენ მიერ ხელმოწერილ ხელშეკრულობაში", - თქვა შამბამ.

რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში მუდმივ სამხედრო-საზღვაო ბაზას განათავსებს. ბჟანიას თქმით, რუსეთმა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. ხელშეკრულება უკვე გააფორმეს. ბჟანია ამბობს, რომ რუსული სამხედრო ბაზა ოკუპირებულ ოჩამჩირის რაიონში უახლოეს მომავალში განთავსდება და "და ეს გააძლიერებს როგორც რუსეთის ისე აფხაზეთის თავდაცვის შესაძლებლობებს".


close დახურვა