logo
ENG



"გავაგონოთ ხმა საერთაშორისო მეგობრებს!" - სირცხვილია სასტუმრო პარაგრაფთან აქციას აანონსებს

03 მაი 202410:27
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/03/g4827xb6nujeood.png

სირცხვილია თბილისში, სასტუმრო პარაგრაფთან დღეს აქციას აანონსებს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, აქცია - სასტუმროში აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტის მიღების პარალელურად, 18:30 საათზე გაიმართება.

"თბილისში, სასტუმრო პარაგრაფში, აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტის მიღება გაიმართება. გავაგონოთ ხმა ჩვენს საერთაშორისო მეგობრებს! შევიკრიბოთ სასტუმრო პარაგრაფის წინ და ვუთხრათ მაღალი რანგის საერთაშორისო სტუმრებს, რომ ღიად მოუწოდონ საქართველოს მთავრობას, გაიწვიოს რუსული კანონი და არ შეუქმნას საფრთხე ქვეყნის მდგრად და დემოკრატიულ განვითარებას!

ADB საქართველოს 2007 წლიდან ეხმარება სხვადასხვა სექტორის განვითარებაში. ბანკის მიერ საქართველოსთვის გაცემული სესხების ჯამური ოდენობა 3.9 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. 2024 წლის მარტში ADB-იმ დაამტკიცა საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი, 4-წლიანი სტრატეგია, რომელიც ქვეყანას მწვანე და ინკლუზიურ განვითარებაში უნდა დაეხმაროს.

2-5 მაისს, ADB თავის 57-ე წლიურ შეხვედრას თბილისში მართავს, რუსული რეჟიმის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე. იმის პარალელურად, რომ ქვეყნის მმართველი პარტია ომს უცხადებს ყველა საერთაშორისო თანამეგობრობას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ, და რუსული კანონის მიღებით საფრთხეში აყენებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, მთავრობის წარმომადგენლები ADB-ის წლიური შეხვედრების ფარგლებში 70-მდე ღონისძიებას გეგმავენ საქართველოს ეკონომიკური განვითარების ტენდენციებზე სამსჯელოდ", - წერია სირცხვილიას განცხადებაში.


close დახურვა