logo
ENG



"გაუმართლებლად მიგვაჩნია ამ დღეებში ფესტივალის ჩატარება" - 4GB გაუქმდა

16 მაი 202416:40
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/16/soupjaomjpjmub5.jpg

ფესტივალი 4GB ქვეყანაში არსებული ვითარების გამო გაუქმდა.

ორგანიზატორების განცხადებით, ვინც ბილეთი უკვე შეიძინა, თანხის დაბრუნებას ან ამ ბილეთით შემდეგ წელს ფესტივალზე დასწრებას შეძლებს.

"ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გაუმართლებლად მიგვაჩნია ამ დღეებში ფესტივალის ჩატარება. ჩვენი სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მომავლისთვის მებრძოლ თითოეულ ადამიანს!

შეძენილი ბილეთებით შეგიძლიათ დაესწროთ მომავალ 4GB-ს. ასევე შეგიძლიათ მათი დაბრუნება, ელექტრონული ბილეთის ბმულზე დაბრუნების ღილაკის მეშვეობით. ბილეთების დაბრუნება შესაძლებელია 10 ივნისის 19:00 საათამდე. ჩვენ ისევ შევხვდებით!" - წერია განცხადებაში.


close დახურვა