logo
ENG



გარდაიცვალა დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამ გარმელია

25 ნოე 202612:43
3 წუთის საკითხავი
 
2026/11/25/b9taav55ljf5u8h.png

დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამ გარმელია გარდაიცვალა. ინფორმაციას დასავლეთ ევროპის ეპარქია ავრცელებს.

„ღვთივგანისვენა, საქართველოს სამოციქულო, ავტოკეფალური ეკლესიის წმინდა სინოდის წევრმა, მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ , დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტმა აბრაამმა (გარმელია)“, — ნათქვამია დასავლეთ ევროპის ეპარქიის განცხადებაში.

24 ნოემბერს, საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადების მიხედვით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრის, დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული იყო, ის მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში გადიოდა.


close დახურვა