logo
ENG



"დაბრუნდა 90-იანი წლები" - აზერ სულეიმანოვის ბინა 1 კვირაში მესამედ გაძარცვეს

13 თებ 202117:31
3 წუთის საკითხავი
 

მარნეულში ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატის, აზერ სულეიმანოვის სახლი გაძარცვეს. დეპუტატობის კანდიდატის თქმით, მძარცველები მის ბინაში გასაძარცვად მაშინ შევიდნენ, როდესაც ოჯახის წევრებს ეძინათ. მძარცველებმა საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ეზოს ინვენტარი და რელიგიური დანიშნულების ნივთები წაიღეს. ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრს სახლის ეზოში დაპარკინგებული მანქანაც დაზიანებული დახვდა. 

თავად სულეიმანოვი ფორმულასთან ყვება, რომ მძარცველებმა მისი ეზოდან საკმაოდ მნიშვნელოვანი საოჯახო რეკლიკვია მოიპარეს. მისი თქმით, ძარცვის მიზნით მის ბინაში აქამდეც არაერთხელ შეჭრილან, მათ შორის, ორი და სამი დღის წინ. 

"სამწუხაროდ, საქართველოში დაბრუნდა 90-იანი წლები", - ამბობს სულეიმანოვი, - "ამ ქუჩაზე [ძარცვის] მესამე შემთხვევაა უკვე ერთ კვირაში". 

თავად სულეიმანოვი მის ბინაში ძარცვის გახშირებულ მცდელობებს თავის საქმიანობას და მარტში დანიშნულ სასამართლო პროცესსაც უკავშირებს. 

სამართალდამცველებმა და ექსპერტ-კრიმინალისტებმა დანაშაულის ადგილას მუშაობა უკვე დაასრულეს. გამოძიება 177-ე მუხლით არის აღძრული, 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.


close დახურვა