logo
ENG



"დეტალურად ვისაუბრეთ პოლიტიკურ თანამშრომლობაზე" - ზელენსკი ტუსკთან შეხვედრაზე

23 იან 202413:27
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/23/8d6soozs51ids6i.jpg

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გუშინ, პოლონეთის პრემიერმინისტრ დონალდ ტუსკთან შეხვედრისას, მხარეებმა დეტალურად ისაუბრეს პოლიტიკურ თანამშრომლობაზე.

"ერთიანობის წყალობით გაუძლო უკრაინამ ამ ომს და იცავს თავს რუსეთის შეტევისგან. ეს არამხოლოდ ჩვენი, არამედ ყველას ერთიანობის შედეგია მსოფლიოში, ვინც გააცნობიერა, რუსეთის აგრესიას რა მოაქვს.

პოლონეთის პრემიერმინისტრი, ტუსკი [გუშინ] უკრაინას ეწვია. პოლონეთიდან თავდაცვის პაკეტი გვექნება. ვისაუბრეთ იარაღის ერთობლივ წარმოებაზე, პოლონური აღჭურვილობისა და იარაღის სისტემების გამოყენების შესაძლებლობების გაზრდაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ დეტალურად ვისაუბრეთ პოლიტიკურ თანამშრომლობაზეც.

უკრაინა უნდა იყოს და იქნება მსოფლიოს დღის წესრიგში. დიახ, ყველას შეუძლია ჰქონდეს საკუთარი აზრი, მაგრამ ომის დროს, ჩვენ ყველას ერთი ამოცანა უნდა გვაერთიანებდეს - უკრაინის სიძლიერე, ჩვენი საზოგადოების და ჩვენი ეკონომიკის სიძლიერე”, - თქვა ზელენსკიმ. 

პოლონეთის პრემიერი უკრაინის დედაქალაქ კიევში გუშინ ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაცია პრემიერმინისტრის ოფისმა გაავრცელა.


close დახურვა