logo
ENG



"ელ კლასიკო" გადაიდო

18 ოქტ 201917:33
3 წუთის საკითხავი
 
q899wspmn1maozd.jpg

კატალონიურ "ბარსელონასა" და მადრიდის "რეალს" შორის გასამართი შეხვედრა ესპანეთის ჩემპიონატის კომიტეტმა ოფიციალურად გადადო. მსოფლიო საკლუბო ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი დაპირისპირება 26 ოქტომბერს, "კამპ ნოუზე" უნდა გამართულიყო, თუმცა შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო გულშემატკივარი „ელ კლასიკოს" მოგვიანებით იხილავს.

კომიტეტის მოთხოვნით, კლუბების წარმომადგენლები ალტერნატიულ თარიღზე 21 ოქტომბრამდე უნდა შეთანხმდნენ, წინააღმდეგ შემთხვაში, თამაშის ჩატარების დღეს "ლა ლიგის" ხელმძღვანელობა დაადგენს.  


close დახურვა