რუსული დამოუკიდებელი გამოცემების, Meduza-სა და Mediazona-ს ერთობლივი კვლევის თანახმად, უკრაინაში ომის დაწყებიდან 2026 წლის სექტემბრის ბოლომდე 720 000-ზე მეტი რუსი სამხედრო დაიღუპა.
კვლევა რუსეთის სტატისტიკის სახელმწიფო სააგენტოს, Rosstat-ის გატეხილი მონაცემთა ბაზიდან გაჟონილი ინფორმაციის ანალიზს ეფუძნება. ჟურნალისტებმა მონაცემებში 490 334 რეგისტრირებული სამხედრო სიკვდილის შემთხვევა გამოავლინეს, თუმცა აღნიშნავენ, რომ რეალური მაჩვენებელი უფრო მაღალია, რადგან სამხედროების გარდაცვალების რეგისტრაცია ხშირად თვეების დაგვიანებით ხდება.
დაღუპულთა საერთო რაოდენობის შეფასებისას გამოცემებმა უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედროების შესახებ ინფორმაციაც გაითვალისწინეს.
რუსეთის ხელისუფლება უკრაინაში ომის დაწყებიდან საკუთარი სამხედრო დანაკარგების სრულ მონაცემებს არ აქვეყნებს.
