ნოვაია გაზეტა ევროპა რუსული ინტელიგენციის ღია წერილს აქვეყნებს, სადაც მოუწოდებენ, აღდგომისთვის, "სულ მცირე რამდენიმე დღით" მაინც შეწყვიტონ ომი.
"[...] მთელი ამ წლის დიდმარხვამ გაიარა სროლების, დაბომბვის, ნგრევის ხმაში, ათასობით ადამიანის დაღუპვის, მილიონობით ადამიანის გაქცევის, იმ ყველაფრის განადგურებაში, რაც მათ წლებისა და თაობების განმავლობაში შექმნეს. ჩვენ გვესმის, რომ სისხლისღვრის შეჩერება ახლა შეუძლებელია. მაგრამ პატივი მივაგოთ ქრისტეს ტანჯვას და მისი აღდგომის გამარჯვებას. ჩვენ პირდაპირ ვიცით, რომ ქრისტიანები მთელ მსოფლიოში, ყველა კონფესიიდან, ყოველდღე ლოცულობენ ერთი რამისთვის: ცეცხლის შეწყვეტისთვის. ჩვენ იგივეს ვითხოვთ: არ ისროლო! ამ წმინდა დღეებში მაინც", - ვკითხულობთ მათ წერილში.
მიმართვას "არ ისვრიო!" ხელი მოაწერა რეჟისორმა ვლადიმერ მირზოევმა, პოეტმა ოლგა სედაკოვამ, ასევე მას ხელს აწერენ ისტორიკოსები, მასწავლებლები და ჟურნალისტები.