logo
ENG



"თელასი" რუსული კომპანიაა და საბჭთა მეთოდებით იმართება - რომან გოცირიძე

17 ოქტ 201912:17
3 წუთის საკითხავი
 
pv0fkf4o118n3so.jpg

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის შეფასებით, „თელასი“ რუსული კომპანიაა და საბჭთა მეთოდებით იმართება. ამის შესახებ "ფორმულას" მიერ "თელასის" შესაძლო გაყიდვის შესახებ მოპოვებულ ინფორმაციაზე საუბრისას განაცხადა. 

„ფორმულას“ ინფორმაციას, კომპანიის შესყიდვით, გავლენიანი ბიზნესმენები ხვიჩა მაქაცარია და ვანო ჩხარტიშვილი არიან დაინტერესებული.

„თელასი“ რუსული კომპანიაა და რითი განსხვავდება რუსული კომპანია სხვა კომპანიებისგან, კარგად ჩანს. რომ დარეკო იმას ვერ გაიგებ შუქი როდის მოვა, საბჭოთა მეთოდებით იმართება. მაგრამ, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ხელისუფლებასთან დაახლოებულმა პირებმა ჩაიგდონ ყველაფერი ხელში. ახლახანს „თბილგაზი“ შეიძინეს ყაზახებისგან. ეს შესაძლოა იყოს სახელმწიფო თამაშები და დაინტერესება იმ პირების, რომლებიც რეალურად დგანან ამ ბიზნესების უკან,“, - განაცხადა გოცირიძემ.

ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია „ფორმულას“ კითხვებს არ პასუხობს, თუმცა არც უარყოფს, რომ "თელასის" წილის შესყიდვით არის დაინტერესებული. „ფორმულას“ ინფორმაციით, ის მოლაპარაკებებს ერთდროულად ქართულ და რუსულ მხარეებთან აწარმოებს. რამდენიმე დღის წინ მაქაცარია ბაქოში იმყოფებოდა, სადაც ამ თემაზე შეხვედრები გამართა.

ინფორმაციას "თელასის" ირგვლივ განვითარებულ პროცესებზე ჯერ არც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიაში ფლობენ.

"თელასის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გიორგი ჩიქოვანი „ფორმულასთან“ ამბობს, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 25% არ იყიდება, თუმცა ჩიქოვანი არ გამორიცხავს, რომ "თელასის" შესყიდვით ხვიჩა მაქაცარია იყოს დაინტერესებული.

 

 


close დახურვა