logo
ENG



"თოკით ხელები შეუკრეს და გაგუდეს" - განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2 ადამიანი დააკავეს

02 სექ 202413:25
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/02/3n85pumyn321jhq.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, შიდა ქართლში 1968 წელს დაბადებული პირი, ხოლო მისი ძმა ამავე დანაშაულის ჩადენაში დახმარების ბრალდებით დააკავეს. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ქარელის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1996 წელს დაბადებულ ნ.ჯ.-ს განზრახ მკვლელობის მიზნით, თოკით ხელები შეუკრეს და გაგუდეს", - წერს შსს. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 25-108-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

 


close დახურვა