logo
ENG



"იმ ტკივილს ვგრძნობთ, რასაც ახლა მარიუპოლში განიცდიან" - ევროპარლამენტარები ლვოვში ჩავიდნენ

12 მარ 202212:55
3 წუთის საკითხავი
 

რამდენიმე ევროპარლამენტარი უკრაინის მხარდასაჭერად ლვოვში ჩაფრინდა. მათ მარიუპოლის მოსახლეობის მხარდასაჭერად ვიდეომიმართვაც ჩაწერეს.

"მარიუპოლის მოსახლეობა, ჩვენ, ევროპარლამენტის დეპუტატები ლვოვში ვიმყოფებით. ჩვენ ვფიქრობთ თქვენზე, თანაგიგრძნობთ. ვგრძნობთ იმ ტკივილს, რომელსაც ახლა განიცდით მარიუპოლში", - ამბობს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსული საოკუპაციო ძალები დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქ მარიუპოლს განუწყვეტლივ ბომბავენ. რამდენიმე დღის წინ დაიბომბა სამშობიარო სახლი და ბავშვთა საავადმყოფო. 

ქალაქში ჰუმანიტარული კრიზია, მოსახლეობის ევაკუაცია ვერ ხერხდება, რადგან ე.წ. მწვანე დერეფნებს რუსები ესვრიან. ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, დაბომბვის შედეგად 1 300-მდე ადამიანი დაიღუპა. 


close დახურვა