logo
ENG



"ინტერნეტში ბევრი ტყუილია" - პუტინი მობილიზებულების დედებს შეხვდა

25 ნოე 202218:40
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/25/o9dnc6y30bmwam9.jpg

ვლადიმირ პუტინი მობილიზებულთა დედებს შეხვდა. პუტინმა შეხვედრაზე მათ უთხრა, რომ ინტერნეტში გავრცელებულ ინფორმაციას არ უნდა ენდონ.

"გასაგებია, რომ ცხოვრება ბევრად უფრო რთული და მრავალფეროვანია, ვიდრე ის, რასაც ტელევიზორებში ან ინტერნეტში აჩვენებენ, იქ საერთოდ არაფრის ნდობა არ შეიძლება, იქ უამრავი ფეიკი, სიცრუე და ტყუილია. იქ ბევრი ინფორმაციული შეტევაა, რადგან თანამედროვე სამყაროში ყოველთვის ასე იყო, მაგრამ თანამედროვე ტექნოლოგიების გათვალისწინებით ეს განსაკუთრებით აქტუალური და ეფექტურია. ინფორმაცია - ბრძოლის იარაღია", - თქვა პუტინმა სამხედრო მოსამსახურეების დედებთან შეხვედრისას.

ტელეგრამ არხი "შეგვიძლია ახსნა" წერს, რომ შეხვედრის მონაწილე დედებს შორის რამდენიმე სახელმწიფო მოხელე იყო, მაგალითად მოსკოველი ჩინოვნიკი და დეპუტატი ოლგა ბელცევა.

ვლადიმერ პუტინმა "ნაწილობრივი" მობილიზაცია 21 სექტემბერს გამოაცხადა. რამდენიმე კვირის წინ რუსეთის მთავრობაში მობილიზაცია დასრულებულად გამოაცხადეს. ოფიციალური უწყებები აცხადებდნენ, რომ მიზანი 300 ათასი პირის მობილიზება იყო. ამ პერიოდის განმავლობაში რუსეთის რეგიონებიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ირღვეოდა გაწვევის წესები, ასევე იყო ეკიპირებისა და სწავლების პრობლემები.


close დახურვა