logo
ENG



"კალაშნიკოვი გვაქვს საფეთქელზე მოდებული" - ვოლსკი პრემიერს უკრაინაში წასვლას არ ურჩევს

17 მარ 202200:53
3 წუთის საკითხავი
 
"კალაშნიკოვი გვაქვს საფეთქელზე მოდებული" - ვოლსკი პრემიერს უკრაინაში წასვლას არ ურჩევს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი პრემიერმინისტრს უკრაინაში ჩასვლას არ ურჩევს. ამის შესახებ მან პალიტრანიუსის ეთერში ისაუბრა.

კიევში ლიდერების ჩასვლაზე საუბრისას, ვოლსკიმ აღნიშნა, რომ საქართველო ოკუპირებული ტერიტორიებით დაზარალებული ქვეყანაა და "კალაშნიკოვის ლულა გვაქვს საფეთქელზე მოდებული".

"რომც გადაწყვიტოს პრემიერ-მინისტრმა და მკითხოს: შენ რა აზრის ხარო, ასეთ მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა, როგორიც საქართველოა, მსოფლიოში არცერთი ქვეყანა არ არის თავისი ოკუპირებული ტერიტორიით, კალაშნოკოვის ლულა გვაქვს საფეთქელზე მოდებული, არ ვურჩევდი. საფეთქელ;ზე გვაქვს კალაშნიკოვის ლულა მოდებული. როგორ შეიძლება", - ამბობს ვოლსკი.

15 მარტს კიევში პოლონეთის, სლოვენიისა და ჩეხეთის პრემიერმინისტრები ჩაფრინდნენ და უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს. 

თავის ვიდეომიმართვაში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი განაცხადა, რომ მეგობრებს კიევში ეპატიჟებოდა. 


close დახურვა