logo
ENG



"კი ევროპას, არა რუსულ კანონს" - ხვალ ბერლინში ქართველების მარში გაიმართება

10 მაი 202418:17
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/10/u29qo5c0mbexda0.jpg

ხვალ ბერლინში ქართველები რუსული კანონის საწინააღმდეგო მარშს გამართავენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველო დიდი საფრთხის წინაშეა და მისი მომავლის დაცვა რიგითი მოქალაქეების მოვალეობაა.

"11 მაისი, 15:00 საათზე, Neptunbrunnen, Rathausstr. 1, Berlin. ბოლო დროს საქართველოში განვითარებული დრამატული მოვლენები ვერ გვტოვებს გულგრილს. საქართველოს ხელისუფლებამ და მისმა ერთპიროვნულმა მმართველმა, ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ საბოლოოდ ჩამოაშოროს საქართველო დასავლეთს და წაიყვანოს ის რუსეთისკენ, რისი ნათელი მაგალითიცაა მთავრობის მიერ უკვე მეორედ შემოტანილი აგენტების კანონი (რუსული კანონი), რითაც ის ცდილობს ჩაკლას საზოგადოებაში თავისუფალი აზრი. გარდა ამისა, მან, 29 აპრილის გამოსვლაში გამოაცხადა დასავლეთი მტრად და დააანონსა რეპრესიები განსხვავებული აზრის მიმართ.

არ წყდება საპროტესტო დემონსტრაციები საქართველოში და გერმანიაში მცხოვრებ საქართველოს მოაქალქეებს, გვინდა შევუერთდეთ ჩვენს თანამემამულეებს, გამოვუცხადოთ სოლიდარობა მათ და გავმართოთ მარში ევროპისთვის და კიდევ ერთხელ ვუთხრათ არა რუსულ კანონს!

დღეს, საქართველო დიდი საფრთხის წინაშეა და მისი მომავლის დაცვა, ჩვენი, რიგითი მოქალაქეების მოვალეობაა, რადგან სხვა შემთხვევაში, ჩვენი ქვეყანა შეიძლება აღმოჩნდეს საერთაშორისო იზოლაციისა და ავტორიტარიზმის მორევში! ამიტომ მოგიწოდებთ, შემოგვიერთდით და ერთად დავდგეთ ჩვენი ქვეყნის უკეთესი, ევროპული მომავლისთვის!", - ნათქვამია განცხადებაში.

17 აპრილს, ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონს I მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა. 

29 აპრილს კი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა რუსულ კანონს მხარი მეორე მოსმენით დაუჭირა. განხილვაზე კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომიდან ოპოზიციონერი დეპუტატები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები გააძევა.

13 მაისს, 9:00 საათზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე რუსული კანონის III მოსმენა ჩაინიშნა. განხილვის პარალელურად პარლამენტთან აქცია გაიმართება.


close დახურვა