პრემიერლიგის ბოლოსწინა ტურის შეხვედრაში, ლივერპულმა ჩელსი ანგარიშთ 5-3 დაამარცხა და მატჩის დასრულების შემდეგ, პრემიერლიგის თასი აღმართა. მერსისაიდელებმა საკუთარ ისტორიაში პირველად, პერმიერლიგაში 37-დან 31 შეხვედრა მოიგეს, რაც მათთვის საუკეთესო შედეგია. კლუბის ათასობით გულშემატკივარმა წარმატება სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე აღნიშნა. ჩემპიონობით გახარებულმა ქომაგებმა სოციალური დისტანციის და პროტოკოლის წესის დაცვის გარეშე იზეიმეს.
