ფონიჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა ბოლო, მეექვსე ადამიანის ცხედარიც ამოასვენეს. აღნიშნული ინფორმაცია ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა დაუდასტურა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი არასრულწლოვანია და იგი აფეთქებისას გადარჩენილი 3 წლის გოგონას, თაიას დაა.
სულხან თამაზაშვილის განცხადებით, ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები, რომელიც 10 საათზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა, დასრულებულია და ახლა უკვე საგამოძიებო მოქმედებები დაიწყება.
მანამდე მაშველებმა ნანგრევებიდან ხუთი ადამიანის ცხედარი ამოასვენეს, ხოლო 3 წლის თაია ცოცხალი ამოიყვანეს.
ქვემო ფონიჭალაში, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო გუშინ დილით ჩამოინგრა. აფეთქება კორპუსის მეხუთე სართულზე მოხდა.
