logo
ENG



"მადლობა გადავუხადე სამხედრო დახმარების პაკეტისთვის" - ზელენსკი მაკრონს ესაუბრა

11 მარ 202410:17
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/11/ui2esxz1jk5dmhl.jpg

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ფრანგ კოლეგას, ემანუელ მაკრონს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

"განვიხილეთ ბრძოლის ველზე არსებული ვითარება და პარიზის ბოლო საერთაშორისო კონფერენცია უკრაინის მხარდასაჭერად. 

მადლობა გადავუხადე პრეზიდენტ მაკრონს საფრანგეთის 16 თებერვლის ძლიერი სამხედრო დახმარების პაკეტისთვის, ისევე როგორც უკრაინის მხარდასაჭერად გაკეთებული ყველა მისი განცხადებისთვის, პირადი ხელმძღვანელობისთვის შორ მანძილზე იარაღის კოალიციის ჩამოყალიბებაში და ახალი ინიციატივებისთვის ჩვენი ქვეყნის მხარდასაჭერად.

ჩვენ ასევე გავცვალეთ მოსაზრებები უკრაინაში დაგეგმილ შეხვედრაზე, რომელიც მალე გაიმართება", - წერს ზელენსკი. 

16 თებერვალს ზელენსკი პარიზში ჩავიდა და საფრანგეთის პრეზიდენტს შეხვდა. ამავე დღეს, უკრაინამ და საფრანგეთმა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმება გააფორმეს, რომლის ფარგლებშიც საფრანგეთმა უკრაინას 3 მილიარდი ევრო გამოუყო. 


close დახურვა