logo
ENG



"მევახშე!" - ქართულმა მარშმა ლელოს ვაკის ოფისთან აქცია გამართა

18 სექ 202016:54
3 წუთის საკითხავი
 

ულტრანაციონალისტურმა პარტია ქართულმა მარშმა ვაკეში, ლელოს ოფისთან აქცია გამართა და შენობის ბლოკირება სცადა.

აქციის მონაწილეებს მამუკა ხაზარაძის საწინააღმდეგო პლაკატები ეჭირათ.

"მევახშე!" - სკანდირებდნენ ისინი.

"ხაზარაძე და სხვა მევახშეები იჯდებიან ციხეებში, და ანაბრების ქურდები" - თქვა აქციის ერთერთმა მონაწილემ მეგაფონიდან.

პარტიის წევრები ოფისის წინ გამოვიდნენ და იქიდან ადევნებდნენ თვალყურს აქციას.

"დიდი მადლობა მათ აქ მობრძანებისთვის. ცვლილებები დაიწყება სწორედ ამ ოლქიდან, ადგილი, სადაც ისინი დღეს მოვიდნენ, იქნება ერთერთი გამარჯვებული," - უთხრა ჟურნალისტებს ლელოს მაჟორიტარობის კანდიდატმა ლევან კობერიძემ.

ქართულმა მარშმა კი ლელოს წინააღმდეგ "პერმანენტული აქციები" დააანონსა.


close დახურვა