logo
ENG



კობახიძე 26 მაისს დაგეგმილ აქციაზე: კიდევ ერთხელ აჩვენებენ საკუთარ უსუსურ სახეს

25 მაი 202612:31
3 წუთის საკითხავი
 
2026/05/25/8zfd2onrsog1mw4.png

"ქართული ოცნების" პრემიერმა ირაკლი კობახიძემ 26 მაისს ოპოზიციის ალიანსის დაგეგმილ აქციაზე ისაუბრა და იმ კითხვებს გასცა პასუხი, თუ რატომ არ აძლევენ ალიანსს დაანონსებული აქციისთვის საჭირო ტექნიკის შეტანის უფლებას.

"შეკრების გამართვა ყველას შეუძლია, რომ დავაზუსტოთ. აქ საუბარი იყო კონკრეტული აპარატურის განთავსებაზე. თქვენ იცით რომ აღინიშნება 26 მაისი და ამასთან დაკავშირებულია კონკრეტული ღონისძიებები, აქედან გამომდინარე, სირთულეებთან იყო დაკავშირებული ტექნიკის ადგილზე მიტანა და ამის გამო გაეცათ შესაბამისი პასუხი, შეკრების ორგანიზატორებს. რაც შეეხება შეკრების გამართვას, ეს ყველას შეუძლია ჩვენს ქვეყანაში, პირიქით, მე მგონი კარგი იქნება, კიდევ ერთხელ აჩვენებენ ეს ადამიანები საკუთარ უსუსურ სახეს 26 მაისს", - თქვა კობახიძემ.

"ქართლი ოცნების" ხელისუფლების აკრძლვების ფონზე, ოპოზიციის ალიანსი დამოუკიდებლობის დღეს მასშტაბურ აქციას გეგმავს. დაანონსებულ აქციაზე ალიანსს საჭირო ტექნიკის მიტანის უფლებას არ აძლევენ. ამაზე მათ უარი ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრომ და თბილისის მერიამ უთხრა. ამის მიუხედავად ოპოზიციის ალიანსშ ამბობენ, რომ გეგმებს არ ცვლიან. 

მანამდე ოპოზიციურმა პარტიებმა კარდაკარის კამპანია ჩაატარეს, რა დროსაც შეხვდნენ მოქალაქეებს, გააცნეს საკუთარი გეგმები, მოისმინეს მათი პრობლემები. ასევე მოუწოდეს აქციაში მონაწილეობისკენ. 


close დახურვა