"მეტი სიცოცხლე ყველა უბანში" - თბილისის მერმა, კახა კალაძემ საარჩევნოდ ახალი სლოგანი წარადგინა.
"მზად ვართ, რომ 24-საათიან რეჟიმში გავაგრძელოთ მუშაობა იმისთვის, რომ მეტი სიცოცხლე შევიტანოთ ყველა უბანში, რომ მეტი მწვანე სივრცე შევიტანოთ ყველა უბანში, რომ მეტი სპორტული მოედანი გავაჩინოთ ყველა უბანში, რომ მეტი განახლებული ავრობუსები და მირკორავტობუსები მოძრაობდეს დედაქალაქში, იმისთვის, რომ მეტ სოციალურად დაუცველ ადამიანს დავეხმაროთ და გვერდში დავუდგეთ", - განაცხადა კალაძემ ფეისბუქლაივის დროს.
კახა კალაძე ქართულმა ოცნებამ თბილისის მერობის კანდიდატად ოფიციალურად 20 ივლისს წარადგინა.