logo
ENG



"მინდა გაიგოს, რომ აქ გენოციდია და არა ომი" - ზელენსკი მაკრონს უკრაინაში იწვევს

17 აპრ 202222:26
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/17/b57x4w88p819t4p.jpg

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრანგი კოლეგა ემანუელ მაკრონი უკრაინაში მიიწვია.

როგორც ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში აღნიშნა, ის მაკრონს უკრაინაში იმისთვის იწვევს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ნახოს "აქ გენოციდია და არა უბრალოდ ომი".

"მგონია, რომ მას [მაკრონს] სურს გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, რათა რუსეთი დიალოგში შემოვიდეს. მე მას უბრალოდ ვუთხარი, რომ მსურს, მან გაიგოს: ეს არ არის ომი, ეს გენოციდია. ის მოვიწვიე უკრაინაში, რათა შეძლების და გვარად ჩამოვიდეს. ის ჩამოვა, ნახავს და დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გაიგებს", - განაცხადა ზელენსკიმ.

12 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინაში რუსეთის ქმედებებს პირველად უწოდა "გენოციდი". ბაიდენის განცხადების პასუხად საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ტერმინ გენოციდის წოდებასთან ფრთხილად იქნებოდა, რადგან "რუსები და უკრაინელები ძმები არიან".


close დახურვა