რუსებმა უკრაინის სამხედრო და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. ინფორმაციას საჰაერო ძალების მეთაური ნიკოლაი ოლეშუკი ავრცელებს.
ოლეშუკის თქმით, ოკუპანტებმა ხარკივის ოლქის მიმართულებით 8 საზენიტო რაკეტა გამოიყენეს, ასევე სარატოვის ოლქის მიმართულებით ისროლეს 11 ფრთოსანი რაკეტა და 32 ე.წ. შაჰიდის დრონი.
როგორც საჰაერო ძალების მეთაურმა აღნიშნა, უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს 7 რაკეტა და ხმელნიცკის, დნეპროპეტროვსკის, ჩერკასის, კიროვოგრადის, ზაპოროჟიეს, ოდესის, ხერსონის, კიევის და ვინნიცის ოლქების მიმართულებით ჩამოგდებული 32-ვე დრონი.