logo
ENG



"მიშას თავისუფლებისთვის" - სამოქალაქო ორგანიზაციები ახალ მოძრაობას აფუძნებენ

16 ოქტ 202117:21
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები და აქტივისტები მოძრაობას - მიშას თავისუფლებისთვის აფუძნებენ.

მოძრაობის მთავარი მიზანი საქართველოს მე-3 პრეზიდენტის პატიმრობიდან გათავისუფლება იქნება. მათი შტაბი მიხეილ სააკაშვილის სახელობის ბიბლიოთეკაში დაფუძნდა.

დღეს მოძრაობის წევრები ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლესთან ექსპრეზიდენტის დაპატიმრებას გააპროტესტებენ.

"მთავარი გასაღები იმისთვის, რომ პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს ქვეყანაში და პოლიტიკური დევნა დასრულდეს, არის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, ამიტომაც ვაარსებთ მოძრაობას მიშას თავისუფლებისთვის, რომლის გარშემოც ვერთიანდებით მოძრაობა საქართველოსთვის, მოძრაობა 20 ივნისი, მოძრაობა თავისუფალი ზონა და ასევე სხვა ორგანიზაციები... ფაქტობრივად ყოველდღიურ რეჟიმში გვექნება სხვადასხვა აქტივობები", - ამბობს, სამოქალაქო აქტივისტი, ირაკლი ფავლენიშვილი.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ლ ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. სააკაშვილმა შიმშილობა დაკავების შემდეგ დაიწყო და მე-16 დღეა შიმშილობს. 

როგორც ცნობილია, სააკაშვილი საქართველოში დაკავებამდე ოთხი დღით ადრე ჩამოვიდა და რამდენიმე ქალაქში იმყოფებოდა.


close დახურვა