logo
ENG



"მიშას კომპლექსზე საუბარი აბსურდია" - ბუაძისა და წითლიძის სიტყვიერი დაპირისპირება

28 აპრ 202312:57
3 წუთის საკითხავი
 
"მიშას კომპლექსზე საუბარი აბსურდია" - ბუაძისა და წითლიძის სიტყვიერი დაპირისპირება

ნაციონალური მოძრაობის წევრი ანა წითლიძე და ლელოს წევრი საბა ბუაძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ტვ პირველის ეთერში მხარეებს შორის კამათი მას შემდეგ დაიწყო, რაც საბა ბუაძემ თქვა, რომ ლელო მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით დაგეგმილ აქციას არ შეუერთდება.

ბუაძის თქმით, "სააკაშვილი ვერ იქნება ქართულ პოლიტიკაში მაკონსოლიდირებელი ფაქტორი, რაოდენ მძიმე მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს". მან თქვა, რომ "საზოგადოების კონსოლიდაცია სააკაშვილის საკითხის ირგვლივ ძალიან რთულია".

ბუაძეს ანა წითლიძემ უპასუხა და თქვა, რომ "სანამ ქართული პოლიტიკა მიშას კომპლექსს არ მოიხსნის", მანამდე დარჩებიან პოლიტიკური პარტიები 1%-ზე.

ეთერის დასრულების შემდეგ წითლიძემ და ბუაძემ Facebook-ზე პოსტები გამოაქვეყნეს. წითლიძის თქმით, "მიშა წარსულია თუ მომავალი, დამნაშავეა თუ არა, ამას ამომრჩეველი გადაწყვეტს და შეაფასებს ისტორიას". 

წითლიძის პოსტის შემდეგ, განცხადება საბა ბუაძემაც გაავრცელა. მისი თქმით, საუბარი "მიშას კომპლექსზე" უდიდესი აბსურდია.


close დახურვა