ბათუმში ევროპის ლიგის მატჩის გამო უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული და ქალაქში სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი. პარალელურად, ქალაქის ქუჩებში თურქული საფეხბურთო კლუბ „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების მსვლელობა მიმდინარეობს.
დღეს „ბათუმი არენაზე“ ერთმანეთს თურქული „ბეშიქთაში“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ შევა“ დაუპირისპირდებიან.
ცნობისთვის, აღნიშნული შეხვედრის ნეიტრალურ სტადიონზე ბათუმში გადმოტანა მას შემდეგ გადაწყდა, რაც ისრაელურ კლუბს „ბეშიქთაშის“ საშინაო მოედანზე, თურქეთში თამაშის უფლება არ მისცეს.
