როგორ ამუშავებდა ტროლების ქარხანას ქართული ოცნება დონორების ფულით - ბრიტანეთმა საქართველოში სტრატეგიული კომუნიკაციების სისტემის მხარდაჭერა შეყწივტა. ჯერ კიდევ შარშან მიღებული გადაწყვეტილების დეტალები ბრიტანულ პრესაში დაიბეჭდა. ის, რომ სტრატკომი არ ასრულებდა მასზე დაკისრებულ ფუნქციასა და ხელისუფლებისგან სხვა დავალებებს იღებდა, ამის აშკარა ფაქტები აქამდეც იყო ცნობილი. ყველაზე მასშტაბური სკანდალი META-ს გამოძიებას უკავშირდება - უტყუარად დადგინდა, რომ სტრატეგიულ კომუნიკაციას ხელისუფლება ტროლების ქარხნის ფუნქციით იყენებდა და რუსულ პროპაგანდას აწარმოებდა, რაც სრულიად საპირისპიროა იმისგან, რისთვისაც შეიქმნა და ფინანსდებოდა ეს სტრუქტურა.