logo
ENG



ევროკავშირი საქართველოს რეპრესიული კანონების გაუქმებისაკენ მოუწოდებს

08 სექ 202616:11
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/08/uvj33ccull0iv41.jpg

ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გააუქმოს ან არსებითად გადახედოს ბოლო პერიოდში მიღებულ იმ კანონებს, რომლებიც ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებს ეწინააღმდეგება.

ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 63-ე სესიაზე ევროკავშირის დელეგაციის სახელით საუბრისას, ელჩმა მიკელე ჩერვონე დ'ურსომ ქვეყანაში არსებულ მზარდ რეპრესიებსა და სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ მართლმსაჯულების პოლიტიკურად მოტივირებულ გამოყენებაზე მწვავე შეშფოთება გამოთქვა.

ევროკავშირი მკაცრად გმობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, დამოუკიდებელი ჟურნალისტებისა და უფლებადამცველების თვითნებურ დაკავებებსა და პატიმრობას, ერთდროულად კი ხაზს უსვამს, რომ თბილისმა ფუნდამენტური თავისუფლებები უნდა დაიცვას, პოლიტიკა საერთაშორისო ნორმებთან შესაბამისობაში მოიყვანოს და დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ ნდობის აღსადგენად კონსტრუქციულ დიალოგში ჩაერთოს.


close დახურვა