logo
ENG



"პირადად დავესწრებოდი" - ზელენსკის სურს, რომ ლათინური ამერიკისა და უკრაინის სამიტი შედგეს

24 თებ 202320:30
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/24/gwhg34j3k48cpj5.jpg

პრეზიდენტი ზელენსკი ამბობს, რომ ძალიან სურს უკრაინისა და ლათინური ქვეყნების სამიტი გამიმართოს და მზადაა, მას ფიზიკურად დაესწროს და უკრაინის "მშვიდობის ფორმულა" მიაწოდოს. ამის შესახებ მან ომის წლისთავზე გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, წარსულში უკრაინა სათანადოდ არ მუშაობდა ლათინური ამერიკის ქვეყნებთან. მისივე განცხადებით, მხარდაჭერის ძლიერი მუშტი ომამდე არ ყოფილა, და ახლაც ეს მუშტი ბოლომდე არაა ჩამოყალიბებული - მას აფრიკის კონტინენტი და ლათინური ამერიკა აკლია. გარდა ამისა, იგი აღნიშნავს, რომ სურს "მშვიდობის ფორმულა" მიიტანოს როგორც ლათინური ამერიკის ქვეყნებში, ისე აფრიკაში, ინდოეთსა და ჩინეთში.

"ლათინური ამერიკა ძალიან მნიშვნელოვანია. და ძალიან მინდა გავაკეთო კონფერენციაზე, შეხვედრა, სამიტი ლათინური ამერიკისა და უკრაინის. და თქვენ იცით, რამდენად რთულია ჩემთვის ქვეყნიდან გასვლა, მაგრამ ამ შეხვედრაზე სპეციალურად წავიდოდი. [...] გვირგვინი არ ჩამოეზრდება - არ მაქვს. მზად ვარ, შეხვედრაზე წავიდე. ჩვენი დიპლომატები დადიან შეხვედრაზე. მზად ვარ 24/7-ზე ვიმუშაოთ. გვითხარით, სად მოვიპოვოთ დამატებითი დრო და ამას ვიზამთ. სწორედ ასე უნდა გვემუშავა 30 წლის წინ", - თქვა ზელენსკიმ.


close დახურვა