![kn33fs2fyp1ls4l.jpg](/uploads_script3/news/kn33fs2fyp1ls4l.jpg)
პორტუგალიის პრიმეირა ლიგის 2019-20 წლების სეზონის გამარჯვებული, პორტუ გახდა. დრაკონებმა ტიტული ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე გაიფორმეს. სიმბოლურია, რომ პორტუმ საკუთარ მიზანს, პრინციპული მეტოქე, სპორტინგის დამარცხებით მიაღწია. ბოლო ტურის შეხვედრაში ბურთები დანილო პერეირამ და მუსა მარეგამ გაიტანეს და კლუბს, ისტორიაში 29-ე ჩემპიონობა მოუტანეს. პორტუგალიური ფეხბურთის ისტორიაში რეკორდსმენი ბენფიკაა, რომლის ანგარიშზეც 37 ტიტულია. ადგილობრივი გრანდის წარმატება სოციალური დისტანციის წესების დაცვით აღნიშნეს გულშემატკივრებმა, რომლებიც ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ.