logo
ENG



ლისაბონში ფუნიკულიორის ვაგონი რელსებიდან გადავიდა და შენობას შეეჯახა - დაიღუპა 15 ადამიანი

04 სექ 202510:54
3 წუთის საკითხავი
 
2025/09/04/48m40lh334kprzr.jpg

პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში ფუნიკულიორის ვაგონი რელსებიდან გადავიდა და შენობას შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 15 ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა.

ავარიის გამომწვევი მიზეზი უცნობია, გამოძიებას პორტუგალიის პოლიციასთან ერთად, ტრანსპორტის უსაფრთხოების სამსახურიც აწარმოებს.

მომხდარის გამო პორტუგალიაში ეროვნული გლოვის დღე გამოცხადდა. პრემიერმინისტრმა მომხდარს ტრაგედია უწოდა.

ლისაბონის ფუნიკულიორის საბაგირო მე-19 საუკუნიდან ფუნქციონირებს და ქალაქის ერთ-ერთ ტურისტულ ღირსშესანიშნაობად მიიჩნევა. 


close დახურვა