"ქართველი ხალხი კანდიდატის სტატუსს და ევროპულ მომავალს იმსახურებს" - ეს შეფასებები ისმოდა დღეს ყველაზე ხშირად თბილისში გახსნილ საერთაშორისო კონფერენციაზე. ევროპელი და ამერიკელი მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნები და დიპლომატები პუტინიზმის დამარცხებაზე მსჯელობენ