logo
ENG



კობახიძე ადასტურებს, რომ მინსკში შეხვედრამდე თბილისში იური ბალაშოვი იმყოფებოდა

26 ნოე 202614:44
3 წუთის საკითხავი
 
2026/11/26/wtd9n3b940ld7r9.png

ქართული ოცნების პრემიერმა დაადასტურა, რომ მინსკში შეხვედრამდე საქართველოში ქართულ-რუსული სავაჭრო პალატის თანახელმძღვანელი იური ბალაშოვი იმყოფებოდა.

კერძოდ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მიხაილ გალუზინთან შეხვედრამდე, იური ბალაშოვთან თბილისში იყო შეხვედრა. 

მანამდე, ფორმულასთან ისაუბრა კრემლისტური პარტიის „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ლიდერმა მამუკა ფიფიამ, რომელმაც განაცხადა, რომ გიორგი ზურაბაშვილს „ჯერ კიდევ თბილისში მოახსენეს და გააფრთხილეს, მაქსიმალურად მეგობრულ რეჟიმში, უთხრეს, რომ არის კიდევ ორი კომპანია, რომელიც მოხვდება შეზღუდვების ქვეშ. აუხსნეს მექანიზმები, პირობები, როგორ შეიძლება ამ კომპანიების გაყვანა ამ სასანქციო რეჟიმიდან, იგივე აუხსნა ბატონმა გალუზინმა მინსკში". 

მამუკა ფიფიას ამ განცხადების შემდეგ, ფორმულას ჟურნალისტმა ირაკლი კობახიძეს სთხოვა დაეზუსტებინა, ჰქონდა თუ არა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გიორგი ზურაბაშვილთან მინსკში გამგზავრებამდე თბილისში შეხვედრა გაიმართა, რაზეც ოცნების პრემიერმა განაცხადა: 

"რაც შეეხება შეხვედრას, არის ბატონი ბალაშოვი, რომელიც არის თუ არ ვცდები ქართულ -რუსული სავაჭრო პალატის თანახელმძღვანელი, მასთან იყო საუბრები გალუზინთან შეხვედრამდე. თბილისში იყო შეხვედრა, კი. მისი მხრიდან იყო დაპირება იმასთან დაკავშირებით, რომ წლის ბოლომდე ყველა კომპანია იქნებოდა ამოღებული სიიდან, თუმცა მისი მხრიდანაც შეიცვალა ეს პოზიცია და შემდეგ უკვე გალუზინთან შეხვედრაზე მოვისმინეთ ანალოგიური პოზიცია, რაც იყო აბსოლუტურად გაუგებარი", - ამბობს ის. 


close დახურვა