logo
ENG



"რიონის მცველები" ითხოვენ, სოფელ ნამოხვანისკენ გზა გაუხსნან, პოლიცია არ უშვებს

13 აპრ 202117:04
3 წუთის საკითხავი
 
2021/04/13/q2m53wn0niemjro.png

"რიონის მცველები" ითხოვენ, პოლიციამ მათ სოფელ ნამოხვანისკენ გადაადგილების უფლება მისცეს, სადაც ნამახვანჰესის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. 

გზა პოლიციამ რამდენიმე დღეა, ჩაკეტა და დემონსტრანტებს გადაადგილების უფლება შეუზღუდა. 

ახლა ისინი სოფელ გუმათში არიან შეკრებილები. 

"რიონის მცველების" თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მათ სოფელ ნამოხვანისკენ არ გაუშვებენ, ჰესის მშენებელი კომპანია ENKA-ს შენობასთან გადაინაცვლებენ. 

ადგილზე პოლიციაც მივიდა. 

ერთ-ერთმა სამართალდამცველმა მათ უთხრა, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, "საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას პოლიცია ვერ უზრუნველყოფს, აქედან გამომდინარე, დროებით არის შეზღუდული ხეობაში გადაადგილება".

პოლიციამ ჰესის აშენების მოწინააღმდეგეებისთვის გადაადგილების შეზღუდვას რამდენიმე მიზეზით ხსნის: სამძებრო სამუშაოებით - რამდენიმე დღის წინ რიონში დაკარგულ კაცს ამ დრომდე ეძებენ. ასევე, მისი თქმით, "რიონის მცველები" უპირისპირდებიან ინვესტორის მიერ დასაქმებულ ადგილობრივებს, რომლებმაც "ლუკმაპურის სარჩო ნახეს არა სხვა ქვეყანაში, არამედ საქართველოში". 


close დახურვა