მთავარი არხის დირექტორი ნიკა გვარამია ციხიდან პირველ წერილს ავრცელებს. გვარამია წერილში კრიტიკულ მედიებს მიმართავს და აღნიშნავს, რომ "საერთო გამარჯვებამდე ძალიან ცოტა დარჩა".
"ვხვდები, რომ არაფერია უფრო კონსოლიდირებული ჩვენს ქვეყანაზე ზრუნვაში, არაფერია უფრო გამბედავი რუსეთთან და მის ადგილობრივ დამქაშებთან ბრძოლაში, არაფერია უფრო კომპეტენტური და პროფესიისთვის თავდადებული ჩვენი ქვეყნის სამსახურში, ვიდრე ქართული კრიტიკული მედია. მიიღეთ ჩემი უდიდესი პატივისცემა და უღრმესი სიყვარული. ყველა ერთისთვის და ერთი ყველასათვის. საერთო გამარჯვებამდე ძალიან ცოტა დარჩა", - წერს გვარამია.
მთავარი არხის დირექტორი ასევე მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზეც წერს და აღნიშნავს, რომ ის გადასარჩენია.
"უნდა გვახსოვდეს, რომ რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს. მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ მიშაზე ეს არ ვრცელდება - მიშას კლავენ პირდაპირი მნიშვნელობით და იგი გადასარჩენია. ის თუ ვერ გადავარჩინეთ, ვეღარაფერი ჩამოგვრეცხავს ისტორიულ სირცხვილს და ვეღარაფერი ვერ გაგვაძლიერებს", - წერს ნიკა გვარამია.