logo
ENG



"საქართველომ სასაზღვრო დაცვა უნდა გააძლიეროს" - სახ.დეპმა ანგარიში გამოაქვეყნა

02 დეკ 202314:13
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/02/vcifn4ywn57q9k0.jpg

სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორიზმის შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები შეფასდა.  

ანგარიშში ნათქვამია, რომ 5 ივლისის არც ერთ ორგანიზატორს არ დაკისრებია პასუხისმგებლობა. ამასთან, ამერიკის საგარეო უწყება ალტ-ინფოს ძალადობრივ ექსტრემიზთან ასოცირებულს უწოდებს და ასევე პრორუსულს, რომელმაც სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, პარტიის დაფუძნებით გავლენა მთელი ქვეყნის მასშტაბით გააფართოვა.

ანგარიში საქართველოში ტერორიზმის კუთხით არსებულ სხვა გამოწვევებსაც ასახავს. დოკუმენტის მიხედვით, საქართველო-რუსეთის საზღვრის გასწვრივ, ზამთრის თვეებში პერსონალი ვერ განთავსდება, რაც ამ ტერიტორიებს უკანონო საქმიანობისთვის ღიად ტოვებს.

სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში საზღვრების დაცვის კუთხით საქართველოს მუშაობას საბოლოოდ, დადებითად აფასებს, განსაკუთრებით, სამხრეთის საზღვრის მიმართულებით გაწეულ სამუშაოებს.


close დახურვა