logo
ENG



დღეს ბრიუსელში ევროკავშირ-საქართველოს სავიზო დიალოგი იმართება

11 ივნ 202611:37
3 წუთის საკითხავი
 
2026/06/11/dtv2h2mf2hluh7r.jpg

ევროკავშირსა და საქართველოს შორის დღეს ბრიუსელში სავიზო დიალოგის ფარგლებში შეხვედრა გაიმართება. ინფორმაცია დახურული შეხვედრის შესახებ თავდაპირველად „რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა რიკარდ იოზვიაკმა გაავრცელა და მას „ქართული ოცნებისთვის ბოლო გაფრთხილება“ უწოდა.

საქართველოსა და ევროკომისიის წარმომადგენლებს შორის შეხვედრის მთავარი თემა ვიზა ლიბერალიზაციის პირობების შესრულება და მისი შესაძლო შეჩერებაა. ქართულ მხარეს ბრიუსელში "ოცნების" საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი, საკონსულო და დიასპორის საკითხების დირექტორატი წარმოადგენს, მასპინძელი კი - ევროკომისიის  მიგრაციისა და საშინაო საქმეთა აღმასრულებელი დეპარტამენტი იქნება.

ეს პირველი დიალოგის ფორმატია მას შემდეგ, რაც ევროგაერთიანების დღის წესრიგში საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედება დადგა. „ოცნებაში“ ამტკიცებენ, რომ შეხვედრა ტექნიკური ხასიათისაა.


close დახურვა