logo
ENG



"საქართველო ირჩევს ევროკავშირს" - თბილისში სახალხო მარში 5-ივე ლოკაციიდან დაიწყო

20 ოქტ 202418:18
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/20/woqacn5ad9a5ob2.png

"საქართველო ირჩევს ევროკავშირს" - სახალხო მარში თბილისში, 5-ივე ლოკაციიდან დაიწყო. მოქალაქეები მარჯანიშვილის მოედანზე, ამაღლების ქუჩაზე, 300 არაგველის ობელისკთან, გმირთა მოედანსა და რესბუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და ახლა მსვლელობით თავისუფლების მოედნისკენ მიემართებიან. 

მსვლელობას, მოქალაქეებთან ერთად, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ, მათ შორის კოალიცია ცვლილებისთვის, ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის, ძლიერი საქართველოსა და ფედერალისტების წევრები.

მარშის ინიციატორები არიან არასამთავრობო ორგანიზაციები - ჩემი ხმა ევროკავშირს, საქართველოს მომავლის აკადემია, სასამართლოს გუშაგი, საქართველოს ევროპული ორბიტა, ყვარლის ევროკლუბი, დემოკრატიის მცველები, სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო.

თავისუფლების მოედანზე, 19:00 საათზე, დაგეგმილია აქცია-კონცერტი, სადაც მონაწილეობას არაერთი ქართველი მუსიკოსი მიიღებს.

ცნობილია, რომ პროევროპულ მარშს, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც შეუერთდება

 

 

 

 

 


close დახურვა